დონალდ ტრამპს ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა - ემუქრება თუ არა მას პატიმრობა?
საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური ბრალდებების წინაშე დგას.
ტრამპის ადვოკატის ჯიმ ტრასტის თქმით, ტრამპს ბრალდებები ჯაშუშობის აქტის ფარგლებში ემუქრება, ასევე მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლისთვის, დოკუმენტაციის განადგურებისთვის ან გაყალბებისთვის, შეთქმულებისთვის და ყალბი განცხადებებისთვის.
სპეციალური პროკურორი ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტაციის მოპყრობას იძიებს, რომლებიც ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს მის სახლში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი 2021 წელს დატოვა.
ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებები დღეს გასაჯაროვდა. მათი მიხედვით, ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს სახლის სამეჯლისო დარბაზში, აბაზანაში, საძინებელ ოთახში, საოფისე სივრცესა და საწყობში ინახავდა. ასევე დაფიქსირებულია ორი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტები სხვა პირებს აჩვენა.