"ბერმუდის სამკუთხედის" "ფარული ხომალდები" ნაპოვნია - "მათ 1526-1976 წლებში დიდი რაოდენობით ოქრო გადაჰქონდათ"
ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა ფირმა Allen Exploration-მა ბაჰამის დაკარგული გემების პროექტი წამოიწყო. მკვლევართა ჯგუფმა გემების ნანგრევების ადგილმდებარეობის დასადგენად, ისტორიული წყაროები, მათ შორის არქივები და ძველი გაზეთების ამონარიდები გამოიყენა.
ექსპერტებმა 176 გემის ადგილმდებარეობა დაადგინეს, რომლებიც 1526-1976 წლებში, "ბერმუდის სამკუთხედის" წყლებში ჩაიძირა. ზოგს ოქრო გადაჰქონდა, ზოგს კი ტვირთი: შაქრიდან და თამბაქოდან დაწყებული, ბამბითა და აფრიკელი მონებით დამთავრებული.
დეტალური რუკა გვიჩვენებს ადგილებს, სადაც გემების ნანგრევებია აღმოჩენილი - აქედან 77 ამერიკულია, 36 ბრიტანული, ხოლო 19 ესპანური. მათი უმეტესობა მე -19 საუკუნეში ჩაიძირა, მხოლოდ სამი თარიღდება მე -16 საუკუნით.
მკვლევრების აზრით, მასალა, რომელიც ჯერ კიდევ წყალქვეშაა, მოიცავს კონიაკს, შაქარს, ბამბას, თამბაქოს, ყავას, მადერას ღვინოს, სამხედრო პროდუქტებს, რომს და ვისკის.
გემების 85% სავაჭრო მისიას ასრულებდა, მაგრამ რვა მათგანზე დიდი რაოდენობით ფული, ვერცხლი და ოქროა აღმოჩენილი.
ambebi.ge