რა ღირს საწვავი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში?
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი არ შეცვლილა – 1,50 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა - 0.01 – 1,41 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ფინეთსა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
„30 ივნისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.25 ევროს, დიზელის საწვავი - 1,76 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,90 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,05 ევროს, დიზელის საწვავი - 1,65 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,06 ევროს, დიზელის საწვავი - 1,87 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,514 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,55 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,66 ევრო, დიზელის საწვავი - 0,62 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,95 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,02 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.79 ევროს, დიზელის საწვავი - 1.05 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,54 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს; დიზელის საწვავი - 0,43 ევროს;
უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,04 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,11 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.17 ევროს, დიზელის საწვავი - 1,08 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,86 ევროს, დიზელის საწვავი - 0,84 ევროს. იხილეთ სრულად