"როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ყველაფერი გადავლახე, რაც გზად შემხვდა. ახლა კი თავდაჯერებული ტრანსგენდერი ქალი ვარ", — ვინ არის 22 წლის რიკი, რომელმაც ნიდერლანდებში, სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა? | Allnews.Ge

"როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ყველაფერი გადავლახე, რაც გზად შემხვდა. ახლა კი თავდაჯერებული ტრანსგენდერი ქალი ვარ", — ვინ არის 22 წლის რიკი, რომელმაც ნიდერლანდებში, სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა?

რიკი კოლე პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელმაც მის ნიდერლანდების ტიტული მოიპოვა. წლის ბოლოს კი, რიკი მის სამყაროს სილამაზის კონკურსზე ნიდერლანდების სახელით მიიღებს მონაწილეობას და გვირგვინის მოსაპოვებლადაც იბრძოლებს.

"მე ეს შევძელი. ჩემი თემი ამაყობს და მათ ვაჩვენე, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია", — ასე გამოეხმაურა კოლე მის ნიდერლანდების ტიტულის მიღებას.

missamyaro2-45711-1689075607.jpg

მის ნიდერლანდების შესარჩევ კონკურსში 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ფინალში კი 10 მათგანი გადავიდა. მათ შორის იყო რიკი კოლეც, რომელიც სოციალურ ქსელებს სხვების წახალისებისა და შთაგონებისთვის ხშირად იყენებდა.

"კონკურსის მონაწილეებს გვთხოვეს, საკუთარი თავი ერთი სიტყვით გამოგვეხატა. სიტყვა, რომელსაც მე ვირჩევ, არის "გამარჯვება", რადგან როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ყველაფერი გადავლახე, რაც გზად შემხვდა. ახლა კი შემომხედეთ, აქ ვდგავარ, როგორც ძლიერი და თავდაჯერებული ტრანსგენდერი ქალი", — წერს კოლე ინსტაგრამის პოსტში.

missamyaro4-45898-1689075619.jpg

თუ 22 წლის რიკი კოლე მის სამყაროს კონკურსში გაიმარჯვებს, ის პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდება, რომელიც თავზე მის სამყაროს გვირგვინს დაიდგამს. შეგახსენებთ, რომ მის სამყაროს სილამაზის კონკურსში ტრანსგენდერ ქალებს მონაწილეობის მიღება 2012 წლიდან შეუძლიათ. 2018 წელს ესპანელი ანგელა პონსე პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელმაც მის სამყაროს კონკურსში მონაწილეობა მიიღო.