მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა - რა ნიშნულს მიაღწია ტემპერატურამ?
მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყანაში, როდესაც ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.
ძლიერმა სიცხემ მაროკოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა – ლაიუნე, სმარა და აგადირი, სადაც განგაშის წითელი სიგნალი ამოქმედდა. მაროკოს მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
როგორც მედია წერს, საგანგაშო რეკორდული ტემპერატურა კლიმატის ცვლილების შედეგია.