ინდოეთში "ნიპა" ვირუსი გავრცელდა - რამდენად საშიშია დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს და არსებობს თუ არა მისი გლობალურად გავრცელების საფრთხე? | Allnews.Ge

ინდოეთში "ნიპა" ვირუსი გავრცელდა - რამდენად საშიშია დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს და არსებობს თუ არა მისი გლობალურად გავრცელების საფრთხე?

ინ­დო­ე­თის სამ­ხრეთ შტატ კე­რა­ლა­ში იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში ვირუ­სი "ნიპა" გავ­რცელ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თა­ნახ­მად, ვირუ­სით, სულ მცი­რე, ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კე­რა­ლა­ში სკო­ლე­ბი და ოფი­სე­ბი და­ხუ­რეს და ასო­ბით მცხოვ­რებს ტეს­ტი­რე­ბას უტა­რე­ბენ.

"ნიპა" ვირუსს პრო­ცენ­ტუ­ლად მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს და მისი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი ჯერ არ არ­სე­ბობს.

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ვირუ­სი გლო­ბა­ლურ საფრ­თხედ იქ­ცეს, თუმ­ცა მათი თქმით, ეს იმის შეხ­სე­ნე­ბაა, რომ თან­და­თან ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ცე­მა მარ­ტივ­დე­ბა.

nipah-virus-symptoms-48090-1695361228.jpg

რა არის "ნიპა" ვირუ­სი?

ვირუ­სი ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბის ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ის ძი­რი­თა­დად ცხო­ვე­ლებ­ში გვხვდე­ბა და შე­საძ­ლოა, ცხო­ვე­ლი­დან ცხო­ველ­ზე და ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­დეს.

"ნიპა" პირ­ვე­ლად 1999 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს მას შემ­დეგ, რაც მა­ლა­ი­ზი­ა­სა და სინ­გა­პურ­ში ამ ვირუ­სით ღო­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ვად­დნენ. ვირუ­სი ყვე­ლა­ზე ხში­რად ვრცელ­დე­ბა ე.წ. ხი­ლის ღა­მუ­რე­ბის მიერ და ის შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე არა­პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით.

"ადა­მი­ა­ნებ­ზე "ნიპა" ვირუ­სი მა­შინ ვრცელ­დე­ბა, თუ მათ აქვთ ახლო კონ­ტაქ­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბულ ცხო­ველ­თან ან მათი სხე­უ­ლის სი­თხეს­თან, მა­გა­ლი­თად, თუ ხი­ლის ღა­მუ­რის ნერ­წყვია ხილ­ზე და შემ­დეგ ის ადა­მი­ან­მა შე­ჭა­მა",- ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, და­ი­ა­ნა ფინ­კე­ლი. ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზეც ზუს­ტად იმა­ვე გზე­ბით გა­და­დის, რო­გორც ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე.

რო­გო­რია სიმპტო­მე­ბი?სიმპტო­მე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 4-14 დღემ­დე პე­რი­ოდ­ში ვლინ­დე­ბა. "ნიპა" ვირუ­სის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მია ცხე­ლე­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ღე­ბი­ნე­ბა.

ვირუ­სის ად­რე­ულ ეტა­პებ­ზე დი­აგ­ნოს­ტი­კა ხში­რად რთუ­ლია, რად­გან სიმპტო­მე­ბი ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს წა­ა­გავს.. იხილეთ სრულად