ვინ არის ქანიე უესტის ცოლი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ და არ ლაპარაკობს?
ბიანკა ცენსორი ბოლო დროს ყვითელი პრესისთვის გამორჩეულად საინტერესო პერსონაა. რამდენიმე თვის წინ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილ რეპერ ქანია ვესტთან დაიწყო რომანტიკული ურთიერთობა, ყველაფერი შეიცვალა. დღეს კი ბიანკა თითქმის ყოველ დღე მედიის განხილვის თემაა.
ის პროვოკაციული ჩაცმის სტილით იქცევს ყურადღებას და ძირითადად, სწორედ ამაზე - ბიანკას უჩვეულო სტილზე წერენ.
28 წლის ქალი არც მედიასთან კონტაქტობს და მეტიც, როგორც აღმოჩდა, ქანიესთან ურთიერთობის შემდეგ, მეგობრებთანაც კი გაწყვიტა კომუნიკაცია.
ბიანკა ცენსორის LinkedIn-ის პროფილიდან ვიგებთ, რომ მან სკოლა 2012 წელს დაამთავრა. 2013-2020 წლებში მელბურნის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და აქვს როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის დიპლომი.
ასევე წერია, რომ მისთვის პირველი სამსახური ავეჯის ავსტრალიურ ბრენდ Kelektiv-ში იყო. ცენსორი კომპანიაში დიზაინის კონსულტანტის პოზიციაზე 2016-2017 წლებში მუშაობდა.
2017 წლიდან, ცენსორი DP Toscano Architects-ში არქიტექტორად 3 წლის განმავლობაში იყო დასაქმებული. როგორც მის პროფილზე ვკითხულობთ, ქანიე უესტის დიზაინერული ბრენდის, Yeezy-ში კი აქრიტექტორ-დიზაინერად 2020 წლის ნოემბრიდან მუშაობს. იხილეთ სრულად