გამარჯვება, რომელიც მარცხის ტოლფასია: რა ხდება პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ
პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა პოლონეთის სეიმის არჩევნების საბოლოო შედეგები. საარჩევნო უბნებიდან ოქმების 100%-ის დათვლის შედეგად, ამომრჩეველთა ხმები ასე განაწილდა:
- ლიდერობს მმართველი პარტია "კანონი და სამართალი" - მიიღო ხმების 35.38% (194 მანდატი);
- მის მთავარ მოწინააღმდეგეს "სამოქალაქო კოალიციას" 30,7% -იანი მხარდაჭერა აქვს (157 მანდატი);
- "მესამე გზამ" მიიღო ხმების 14.4% (65 მანდატი);
- "მემარცხენეებმა" მიიღეს ხმების 8.61% (26 მანდატი);
- ულტრამემარჯვენე "კონფედერაციამ" მიიღო ხმების 7.16% (18 მანდატი).
ოპოზიციური ძალის "სამოქალაქო კოალიციის" ლიდერი დონალდ ტუსკი ცდილობს, რომ მმართველი პარტიის 8-წლიანი მმართველობა დაასრულოს.
მართლაც, ტუსკს სეიმში კოალიციის შექმნის და მთავრობის დაკომპლექტების დიდი შანსი აქვს.
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, მან განაცხადა:
"პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს ცუდი დროის დასასრულია, პარტია "კანონისა და სამართლიანობის“ დასასრულია!“
პრეზიდენტი ანჯეი დუდა კი დაავალებს ამჟამად მმართველ პარტიას კოალიციის შექმნას, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან გაცილებით დიდი შანსია, რომ ტუსკის პარტიამ დანარჩენ ორ ცენტრისტულ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწიოს.
არჩევნების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკოსების მსგავსად, ორივე პარტიამ გამარჯვება აღნიშნა. ყოფილი და მოდი, სიმართლე ვთქვათ, სავარაუდოდ, მომავალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ვერ მალავდა თავის ტრიუმფს და ეს მისი სახის გამომეტყველებასა და ხმის ინტონაციაშიც კი იგრძნობოდა.
პოლონეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა წლებთან ერთად იძაბებოდა. The Financial Times-ს წერდა, რომ "კანონმა და სამართლიანობამ“ საზოგადოებრივი ტელევიზია პროპაგანდის ინსტრუმენტად აქცია. მან ასევე შეზღუდა აბორტის უფლება, მოახდინა ერთსქესიანთა წყვილების, მიგრანტებისა და ლტოლვილების დემონიზაცია. იხილეთ სრულად