დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება
დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კაიროს სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება და სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, გაეროს გენერალური მდივანი ანტიონიო გუტერეში და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები.