ბაღლინჯოების შემოსევა - რა ხდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც მწერებთან ბრძოლას უკვე ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ?
საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში საწოლის ბაღლინჯოების მასშტაბურმა გავრცელებამ ენტომოფობიის (მწერების ფობიის) ტალღა გამოიწვია. ბევრი მეწარმე მიმართავს სხვადასხვა ტექნოლოგიას, ძველს და ახალს, მხოლოდ იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და თავიდან აიცილოს მწერების გამრავლება.
მავნებლების კონტროლის მსხვილი კომპანიის Rentokil-ის თანახმად, 2023 წელს ბაღლინჯოების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 65%-ით გაიზარდა.
ლუტონის საქალაქო საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც გარკვევით არის ახსნილი, თუ როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი მწერებისგან.
პარიზში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი მაქს მალკა ამ პრობლემას წელიწადში რამდენჯერმე აწყდება. ამიტომ ინვესტიცია Spotta-ს ახალ გამოგონებაში ჩადო - ეს ტექნოლოგია ბაღლინჯოების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება.
Spotta-ს მფლობელის რობერტ ფრაიერსის თქმით, საწოლის ბაღლინჯოების განადგურება მათ გამრავლებამდე უნდა მოხერხდეს, რადგან "ორი ბაღლინჯო ერთ თვეში შეიძლება ათასად გადაიქცეს.“ ფაქტობრივად, მდედრობითი სქესის ბაღლინჯოს თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში 400 კვერცხის დადება შეუძლია. კვერცხის მომწიფებას მხოლოდ ორი კვირა სჭირდება - რაც დამოკიდებულია გარემო ტემპერატურაზე. იხილეთ სრულად