პალესტინური მედია - ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 35-ე დღეს ჩრდილოეთ ღაზაში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
პალესტინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელს საავადმყოფოებზე თავდასხმა არ სურს, თუმცა იძულებული გახდება ეს ნაბიჯი გადადგას, თუ „ჰამასი“ საავამყოფოებს ისრაელზე შეტევისთვის გამოიყენებს.
ბოლო მონაცემებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 11 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა.