როგორ გახდნენ "ჰამასის" ლიდერები მილიარდერები? - დაჯგუფების ლიდერები აურაცხელი ქონება ღაზელი ხალხის უბედურების ხარჯზე
ღაზას სექტორში იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ ტერიტორიას ზოგიერთი "მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხედ" მოიხსენიებს. ჯერ კიდევ ისრაელი-"ჰამასის" ომის დაწყებამდე, ღაზაში მცხოვრები პალესტინელების ნახევარი გაეროს მიერ მიწოდებულ საკვებზე იყო დამოკიდებული. მოსახლეობის ცხოვრების პირობები ბოლო თვეებში კიდევ უფრო გაუარესდა. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, ღაზაში რამდენიმე ასეული მილიონერია რეგისტრირებული.
მაშინ, როცა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობა გაჭირვებაში იტანჯება, ეს "გამორჩეული" ხალხი მარმარილოს იატაკიან სასახლეებში და ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრობს.
ისრაელის საელჩოს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების სამი ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია: მუსა აბუ მარზუკი, ხალედ მაშალი და ისმაილ ჰანია. მათივე ცნობით, თითოეულის ქონება 3 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამასთან, საელჩო იტყობინება, რომ "ჰამასის" წლიური ბრუნვა 1 მილიარდი დოლარია და ვარაუდობს, რომ დაჯგუფება ISIS-ის შემდეგ მეორე ყველაზე მდიდარი ტერორისტული დაჯგუფებაა.
"ჰამასი" თავისი სამხედრო ფრთითაა ცნობილი, რომელიც სულ 40 000 ტერორისტს აერთიანებს. ისინი კბილებამდე არიან თოფებით და რაკეტებით შეიარაღებული და პირობა აქვთ დადებული, რომ ისრაელს გაანადგურებენ. დაჯგუფება ღაზასთვის არის ასევე დე ფაქტო ავტორიტეტი, რომელიც ტერიტორიას განაგებს, მართავს ჯანდაცვის სისტემას, სოციალურ სერვისებსა და მედიას.
"ჰამასმა" ძალაუფლება 2006 წელს აიღო და მისმა პოლიტიკურმა ლიდერმა ისმაილ ჰანიამ იმავე წელს პრემიერის თანამდებობა დაიკავა. ისმაილი კვლავ აკონტროლებს ტერიტორიას და მას შემდეგ არჩევნები აღარ დანიშნულა. დაჯგუფების ლიდერებმა ღაზას მოსახლეობის უბედურებით ისარგებლეს და სადავეები მთლიანად ხელში აიღეს. იხილეთ სრულად