მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა - რას ამბობენ ექსპერტები ჯაკარტას გადარჩენის ბოლო შანსებზე?
ვენეცია იძირება, ასევე როტერდამი, ბანგკოკი და ნიუ-იორკი. მაგრამ არცერთი ადგილი არ შეედრება ჯაკარტას - ექსპერტები ამბობენ, რომ ქალაქს გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა 2030 წლამდე აქვს, შემდეგ ჯავის ზღვის შეკავება გვიანი იქნება.
ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა მიწისძვრის ზონაში, ჭაობიან ადგილასაა აშენებული. ამ ტერიტორიაზე შესართავთან 13 მდინარე ხვდება, ამიტომ ნიადაგი უფრო დაუცველია. ამას ემატება მოსახლეობის დიდი რაოდენობა და ცუდი ურბანული დაგეგმარება. ქალაქს არ გააჩნია მილსადენის წყლის სისტემა.
PT Air Bersih Jakarta - ს მფლობელი, კუ ენტონი სალიმი ქალაქში წყლის მილსადენებს გაფართოებას აპირებს. ამ დროისთვის, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს წვდომა მილსადენ წყალზე, ნაცვლად ამისა, იყენებს ათასობით უკანონო ჭაბურღილს - ეს ჭაბურღილი კი ანადგურებს წყალსატევებს და ასუსტებს მიწას.
ამ გარიგების თანახმად, კომპანია დახარჯავს დაახლოებით 1,7 მილიარდ აშშ დოლარს გამწმენდი ნაგებობისა და მილსადენების ასაშენებლად.
„ჯაკარტას არ აქვს საკმარისი ფული წყლის სისტემის მარტო მართვისთვის. ქალაქს სჭირდება კერძო პარტნიორი, არა მხოლოდ წყლის გამწმენდი ნაგებობების ოპერირებაში დასახმარებლად, არამედ უფრო მეტი ინვესტიციისთვის“, - ამბობს იუდი ირავანი, PAM Jaya-ს უფროსი მენეჯერი. იხილეთ სრულად