იაპონიის სანაპიროზე ასობით ტონა თევზი გამოირიყა: რა გახდა მათი მასობრივი დახოცვის მიზეზი?
იაპონიის მთავრობის თქმით, მათ ძალიან უჭირთ იმის გარკვევა, თუ რატომ გამორიყა ზღვამ მათ ნაპირებზე ასობით ტონა მკვდარი თევზი. ჰოკაიდოში, ჰაკოდეს თევზსაჭერ პორტში, მხოლოდ დეკემბრის თვეში, 1200 ტონა სარდინი და სკუმბრია აღმოაჩინეს. დახოცილი თევზები კილომეტრზე მეტ მანძილზე არიან გადაჭიმული წყლის ზედაპირზე.
მხოლოდ ოთხშაბათს, პოლიციამ ამ მხარეში 30-40 ტონამდე გამორიყული თევზი ნახა.ადგილობრივმა მეთევზეებმა სასწრაფოდ დაიწყეს დახოცილი თევზის შეგროვება, იმის შიშით, რომ ზღვის ეკოსისტემას დააზიანებდნენ: "მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ეს ეჭვს მიჩენს, რომ ზღვის ეკოსისტემა მკვეთრად იცვლება",- განაცხადა მეთევზემ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
ექსპერტების ვარაუდით, დახოცილ თევზს მიგრაციისას მტაცებელი თევზები გამოედევნენ და ეს გახდა მათი მასობრივად დახოცვის მიზეზი. მათი თქმით, ასეთი მასობრვი სიკვდილიანობა, შესაძლოა, წყალში უეცარი ტემპერატურის ვარდნასაც გამოეწვია.
მიუხედავად გამოთქმული ვარაუდებისა, იაპონიის მთავრობას კონკრეტული მიზეზის დადგენა მაინც უჭირს. "ვგეგმავთ, რომ ადგილზე გამოვიკვლიოთ ზღვის წყალი",- განაცხადა ადგილობრივი მეთევზეების წარმომადგენელმა, მიკინე ფუჯივარამ. იხილეთ სრულად