რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია მეთიუ პერის გარდაცვალება? - მსახიობის დაღუპვის დეტალები ცნობილი გახდა
სერიალ "მეგობრების“ ვარსკვლავის მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა გამოაქვეყნა ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პერი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე გადიოდა კეტამინის ინფუზიურ თერაპიას დეპრესიისა და შფოთვისთვის. თუმცა უკანასკნელი ოფიციალური პროცედურა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული და ნივთიერება ამდენ ხანს სისხლში ვერ დარჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობი კეტამინს კურსის ფარგლებს გარეთ, რეკრეაციული მიზნებითაც იღებდა.
სამედიცინო ექსპერტიზის თქმით, კეტამინი პერის ორგანიზმში იწვევდა როგორც გულ-სისხლძარღვთა გადაჭარბებულ სტიმულაციას, ასევე სუნთქვის დათრგუნვას. ექიმმა ალკოჰოლის ან სხვა ნარკოტიკების კვალი ვერ აღმოაჩინა. პერის სიკვდილის ხელშემწყობი ფაქტორები იყო დაღლილობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ზემოქმედება. "ბუპრენორფინი გამოიყენება ოპიოიდებისგან დამოკიდებულების მოსაცილებლად“, - ნათქვამია მოხსენებაში.