ვრცელდება პრაღის უნივერსისტეტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები- საუკუნის მასობრივი თავდასხმა ევროპის უძველეს უნივერსიტეტში | Allnews.Ge

ვრცელდება პრაღის უნივერსისტეტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები- საუკუნის მასობრივი თავდასხმა ევროპის უძველეს უნივერსიტეტში

მე­დი­ა­ში პრა­ღის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი მა­სობ­რი­ვი შე­ა­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ვრცელ­დე­ბა. კად­რებ­ში ის­მის ია­რა­ღის სრო­ლის ხმა და შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორ ხტე­ბი­ან მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის ფან­ჯრე­ბი­დან. ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის კორ­პუ­სი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის მო­მენ­ტე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, 24 წლის ჩეხ­მა სტუ­დენ­ტმა ხუთ­შა­ბათს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­კუ­თა­რი მამა მოკ­ლა, შემ­დეგ კი პრა­ღის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრო­ლა მო­ა­წყო. ჯამ­ში, 15 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, მათ შო­რის 14 უშუ­ა­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამა­ვე დროს და­შავ­და 25 პირი. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად თავ­დამ­სხმე­ლიც.

პრა­ღის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მარ­ტინ ვონ­დრა­სეკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დამ­სხმე­ლი მძი­მედ იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ფლობ­და უამ­რავ საბ­რძო­ლო მა­სა­ლას. მი­სი­ვე თქმით, იგი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო და კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ ჰქო­ნია.

ezgifcom-avif-to-jpg-converted-3-37552-1703235373.jpg

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი არ ყო­ფი­ლა და ის მარ­ტო მოქ­მე­დებ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიტ რა­კუ­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.