უპრეცედენტო გვალვა ამაზონის ტყეებში: გამქრალი მცენარეები, დახოცილი ცხოველები
2023 წელს, ამაზონის ტყეები, ტრადიციული სინოტივის ნაცვლად, რეგიონში არსებულმა ძლიერმა სიცხემ დააზიანა. ბევრ სოფლამდე მისვლა მდინარის საშუალებით შეუძლებელი გახდა - დაიწვა ტყეები და დაიღუპა უამრავი ველური ცხოველი. მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსი კატაკლიზმები ტყის მსხვილ მასივებს გაქრობისკენ მიაქანებს.
სოფელი სახელწოდებით Bom Jesus de Igapo Grande, სადაც 40 ოჯახი ცხოვრობს, რეგიონში დაფიქსირებული ყველაზე საშინელი გვალვის გამო მძიმედ დაზარალდა. აქ არ იყო წყალი შხაპის მისაღებად. ბანანის, წაბლისა და აკაის მოსავალი განადგურდა, რადგან ის ქალაქში გასაყიდად საკმარისად სწრაფად ვერ წაიღეს.
ხელისუფლება ადგილობრივებს აფრთხილებს, რომ ქალაქისკენ ახლოს გადასახლდნენ, რადგან მათ დასახლებებამდე მისვლა სულ უფრო გართულდება.
BBC-ის გადამღები ჯგუფი შეეცადა ადგილობირივი მკვიდრის, ოლივეირას დახმარებით გაცნობოდა ბუნების გადასხვაფერებას.
"ჩემი 49-წლიანი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ამ მიდამოებში ასეთი ძლიერი გვალვის შესახებ გაგონილიც არ მაქვს“, - განაცხადა ოლივეირამ.
ამაზონის წვიმების სეზონი ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ცხელი და მშრალი ამინდი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა. ეს ბუნებრივი მოვლენის, ელ-ნინიოს ციკლის შედეგია, რომელიც კლიმატის ცვლილებით არის გაძლიერებული. იხილეთ სრულად