პრო-პალესტინელმა აქტივისტებმა ბაიდენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს (ვიდეო)
ჩარლსტონის შტატის ეკლესიაში პალესტინის მხარდამჭერებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
ბაიდენი ჩარლსტონში იმ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც 2015 წლის 17 ივლისს დილან რუფიმ ცხრა ადამიანი მოკლა.
პალესტინის ერთ-ერთმა მხარდამჭერა ბაიდენს სიტყვით გამოსვლა გააწვეტინა და განუცხადა, რომ თუ ის ნამდვილად ზრუნავს დაკარგულ სიცოცხლეზე, მაშინ პატივი უნდა სცეს გარდაცვლილებს და მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისკენ ღაზის სექტორში.
ბაიდენმა პალესტინის მხარდაჭერებს განუცხადა, რომ ესმის მათი ვნებათაღელვა და მუშაობს ისრაელის მთავრობასთან, რათა ისრაელის ჯარები სექტორიდან გავიდნენ.