სალათის ფოთლები, ლობიო, სოკო - ხულიო იგლესიასის ბარგში 42 კგ საკვები აღმოაჩინეს და მომღერალი აეროპორტში დააკავეს
ესპანელი მომღერალი ხულიო იგლესიასი დომინიკის რესპუბლიკაში, პუნტა კანას აეროპორტში დააკავეს, რადგან ბარგში 42 კილოგრამი საკვები გადაჰქონდა.
იგლესიასი დომინიკის რესპუბლიკაში ბაჰამის კუნძულებიდან ჩაფრინდა, სადაც საბაჟო კონტროლის დროს დააკავეს. ჩემოდნების გახსნის შემდეგ, ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ მომღერალს დიდი რაოდენობით საკვები გადაჰქონდა, მათ შორის მოცვი, სალათის ფოთოლი, ლობიო, მარწყვი, ჟოლო, რუკოლა და სოკო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომღერალი ბარგის ჩამორთმევის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მასთან ერთად მგზავრები აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მდგომარეობის გამოსწორებაში დომინიკის რესპუბლიკის ხელისუფლება ჩაერთო და საბოლოოდ, მომღერალი გაათავისუფლეს.
მომღერალს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ საკვები, რომელიც იგლესიასს გადაჰქონდა, შესაძლოა მისი პირადი მოხმარებისთვის ან მეგობრებისა და ახლობლებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.