"მე არ ვარ ღარიბი ადამიანი" - რამდენს გამოიმუშავებს YouTube-დან და რატომ დატოვა არესტოვიჩმა უკრაინა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, ნიუ-იორკში დეკემბერში ნახეს, იანვარში კი - ვარშავაში. არესტოვიჩი ჟურნალოსტებს არწმუნებს, რომ მან ლეგალურად დატოვა უკრაინა და აუცილებლად დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოში საქმე არის აღძრული.
ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს: "ველოდებით "მზვერავის" უკრაინაში სწრაფ დაბრუნებას“ - რას წერს რადას დეპუტატი?ანა ოლიცკისთან ინტერვიუში 48 წლის ყოფილი მრჩეველი საკუთარი შემოსავლების შესახებ საუბრობს. საუბარი ნიუ-იორკში შედგა, სადაც იმ დროს არესტოვიჩი ცხოვრობდა "პატარა და მყუდრო" ნაქირავებ ბინაში, რომელიც გადაჰყურებდა ცენტრალურ პარკს.
მისი თქმით, ამერიკაში "უკრაინის საკითხში დამოუკიდებელი ექსპერტის" მოწვევით ჩავიდა.
"ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად ეხებოდა იმას, რომ უკრაინას გადაეცეს დახმარების შემდეგი ტრანში“, - ამბობს ალექსეი.
მისი თქმით, მან დატოვა უკრაინა "რაღაცნაირად", მაგრამ ლეგალურად.
ნიუ-იორკის შუაგულში მდებარე ბინა, სადაც არესტოვიჩი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, ძალიან ძვირი ღირდა.
"პირველი, მე არ ვარ ღარიბი ადამიანი. მეორეც, ეს არის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რადგან აქ უსაფრთხოების რეჟიმი ბევრად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერ სხვა უბანში. მესამეც, ეს მასპინძელი მხარის რეკომენდაციებია, მათთვის უფრო ადვილია ჩემი აქ ყოფნა." - თქვა არესტოვიჩმა.
როგორც არესტოვიჩმა თქვა, YouTube არ არის მისი შემოსავლის მთავარი წყარო.
"თვეში 1030 დოლარი, ეს არ არის მთავარი შემოსავალი, ძირითადი შემოსავალი არის სემინარები, რომელსაც ვატარებ. ხალხი ჩემთან სწავლობს. გააგრძელეთ კითხვა