რამზან კადიროვმა კიდევ ერთი ქალიშვილი მაღალ პოზიციაზე- რა თანამდებობა უბოძა მამამ 24 წლის ხადიჯათს?
14:50 / 01-02-2024 ჩეჩნეთის პოლიტიკურ არენაზე რეგიონის ლიდერის, რამზან კადიროვის კიდევ ერთი ქალიშვილი გამოჩნდა. ამჯერად რამზანმა მისი 24 წლის შვილი, ხადიჯათ (კარინა) კადიროვა ჩეჩნეთის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერმა "ტელეგრამზე", ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა. კადიროვის თქმით, შეხვდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გალას ტაიმასხანოვს, რომელმაც ხადიჯათის დანიშვნა შესთავაზა. ტაიმასხანოვი კი მის წინადადებას "სიხარულით დათანხმდა".
ხადიჯათი პასუხისმგებელი იქნება სოციალურ თემებთან დაკავშირებულ გუნდთან მუშაობაზე. აღსანიშნავია, რომ მანამდე კადიროვის შვილი გროზნოს სკოლამდელი განათლების განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. იხილეთ სრულად