შეხვედრა 1-წლიანი განშორების შემდეგ: რუსეთის მიერ დატყვევებულმა წყვილმა ერთმანეთი კიევში იპოვა - "ამდენი ხანი ველოდით ჩახუტებას" | Allnews.Ge

შეხვედრა 1-წლიანი განშორების შემდეგ: რუსეთის მიერ დატყვევებულმა წყვილმა ერთმანეთი კიევში იპოვა - "ამდენი ხანი ველოდით ჩახუტებას"

თით­ქმის 1-წლი­ა­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნე­ლი წყვი­ლი კვლავ შეხ­ვდა ერ­თმა­ნეთს. 29 წლის ილია მუ­ზი­კა და 27 წლის ალი­ნა პა­ნი­ნა მა­რი­უ­პოლს იცავ­დნენ - მუ­ზი­კა 2022 წლის 12 აპ­რილს და­ა­ტყვე­ვეს, ხოლო მისი სა­ცო­ლე ოცე­ულ­თან ერ­თად წა­იყ­ვა­ნეს ერთი თვის შემ­დეგ. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მათ ერ­თმა­ნე­თი კი­ევ­ში იპო­ვეს.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, ემო­ცი­ე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი. ამ­დე­ნი ხანი ვე­ლო­დით ლა­პა­რაკს, ჩა­ხუ­ტე­ბას", - გა­ნუ­ცხა­და პა­ნი­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტებს. მან რუ­სეთ­ში გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს "სას­ტი­კი" უწო­და - გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ატყუ­ებ­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უკ­რა­ი­ნამ ომი წა­ა­გო.

pows-walk-alinas-service-dog-75750560-ezgifcom-webp-to-jpg-converter-40339-1706861357.jpg

მუ­ზი­კამ და პა­ნი­ნამ ერ­თმა­ნე­თი 2019 წელს, მა­რი­უ­პოლ­ში მსა­ხუ­რო­ბის დროს გა­იც­ნეს. ქა­ლა­ქის მრა­ვა­ლი მა­ცხოვ­რებ­ლის მსგავ­სად, ისი­ნიც ჯარ­ში ჩა­ი­რი­ცხნენ და ომის პირ­ველ დღე­ებ­ში მა­რი­უ­პო­ლის აზოვ­მა­შის ქარ­ხნის და­სა­ცა­ვად იბ­რძოდ­ნენ. იხილეთ სრულად