ამაზონის ტროპიკულ ტყეში გიგანტური გველი აღმოაჩინეს - ნახეთ ვიდეო
ამაზონის ტროპიკულ ტყეში აღმოაჩინეს გიგანტური გველი - 8 მეტრი სიგრძის და 200 კგ-მდე წონის. მეცნიერთა თქმით, ეს მწვანე ანაკონდის ახალი სახეობაა, როემლსაც ჩრდილოეთის მწვანე ანაკონდა შეარქვეს.
ის იპოვა ველური ბუნების ჰოლანდიელიმა ტელეწამყვანმა, პროფესორმა ფრიკ ვონკმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეწარმავალს “მანქანის საბურავის სისქის სხეული და ადამიანივით დიდი თავი აქვს“.