"გვცემეს და გაგვძარცვეს. მათი მთავარი მიზანი ჩემი გაუპატიურება იყო" - ინდოეთში ბრაზილიელ ცოლ-ქმარს 7 მამაკაცი დაესხა თავს: რა ხდება ცნობილი უმძიმეს დანაშაულზე? | Allnews.Ge

"გვცემეს და გაგვძარცვეს. მათი მთავარი მიზანი ჩემი გაუპატიურება იყო" - ინდოეთში ბრაზილიელ ცოლ-ქმარს 7 მამაკაცი დაესხა თავს: რა ხდება ცნობილი უმძიმეს დანაშაულზე?

ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­ბავ­მა, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ინ­დო­ე­თის შტატ ჯარ­ხან­დში მოხ­და, მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 28 წლის ბრა­ზი­ლი­ე­ლი ქალი და მისი მე­უღ­ლე ინ­დო­ეთ­ში მო­ტო­ციკ­ლე­ტით ტუ­რის­ტუ­ლად მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, როცა ღა­მით 7 მა­მა­კა­ცი და­ეს­ხათ თავს. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ტუ­რის­ტი ქალი ჯგუ­ფუ­რად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, მისი მე­უღ­ლე კი უმო­წყა­ლოდ სცე­მეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­თა ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ჟღავ­ნე­ბენ, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ის თქმით, მათ 4 მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­პა­ტიმ­რეს და და­ნარ­ჩენ სამს ისევ ეძე­ბენ.

18-rape-protest-indiaink-popup-44786-1709552824.jpg

ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა ქალ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­კუ­თარ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ვი­დეო ატ­ვირ­თა, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ ის შვიდ­მა მა­მა­კაც­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა:

"მათ გვცე­მეს და გაგ­ვძარ­ცვეს. ბევ­რი არა­ფე­რი მო­უ­პა­რავთ, რად­გან მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩემი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა იყო". მან ისიც დას­ძი­ნა, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ცოლ-ქმარს მოკ­ვლი­თაც ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

წყვი­ლის ატ­ვირ­თულ მე­ო­რე ვი­დე­ო­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის მე­უღ­ლეც სა­უბ­რობს:

"ჩა­ფხუ­ტი და ქვაც კი მირ­ტყეს თავ­ში. პირი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მაქვს, მაგ­რამ ჩემი ცოლი უა­რეს დღე­შია".

წყვილ­მა ორი­ვე ვი­დეო მა­ლე­ვე წა­შა­ლა. იხილეთ სრულად