მსოფლიოს ახალი სილამაზის დედოფალი ჰყავს: ვინ არის ულამაზესი კრისტინა, რომელიც "მის მსოფლიო" 2024 გახდა
მსოფლიოს ახალი სილამაზის დედოფალი ჰყავს. ჩეხი მოდელი, 23 წლის კრისტინა პიშკოვა "მის მსოფლიო“ 2024 გახდა, ხოლო მეორე ადგილი ლიბანელმა მოდელმა, იასმინა ზაიტუნმა დაიკავა.
გამარჯვებულს სხვადასხვა კითხვა დაუსვეს. კრისტინას ჰკითხეს ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, რაზეც მან უპასუხა, რომ საზოგადოებამ მენსტრუაციის გარშემო არსებული სტიგმა და სირცხვილი უნდა მოიშოროს.