ვრცელდება ოთხი პირის ვინაობა, რომლებმაც "კროკუს სითი ჰოლში" სროლა განახორციელეს: რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი? | Allnews.Ge

ვრცელდება ოთხი პირის ვინაობა, რომლებმაც "კროკუს სითი ჰოლში" სროლა განახორციელეს: რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი?

ცნო­ბი­ლი გახ­და ექ­ვსი სა­ვა­რა­უ­დო ტე­რო­რის­ტი­დან ოთხის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც მოს­კო­ვის "კრო­კუს სითი ჰოლ­ში“ სრო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ ტე­ლეგ­რამ არ­ხებ­ში ვრცელ­დე­ბა.

1)მახ­მად­რა­სულ ნას­რი­დი­ნო­ვი 37 წლის

2)რი­ვო­ჟი­დინ ის­მო­ნო­ვი 51 წლის

3)შო­ხინ­ჯონ სა­ფოლ­ზო­და 21 წლის

4)რუს­ტამ ნა­ზა­რო­ვი 29 წლის.

ყვე­ლა მათ­გა­ნი ტა­ჯი­კე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, რო­მე­ლი მათ­გა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო RIA Novosti-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა თეთ­რი Renault-ის ფოტო, რო­მელ­საც ტვე­რის რე­გი­ო­ნის სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რე­ბი ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ ამ მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

"ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ამ მან­ქა­ნის ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი საგ­ზაო კა­მე­რით. მან­ქა­ნა­ში ორი მა­მა­კა­ცი ჩან­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თის სა­ხის ნაკ­ვთე­ბი უხე­შად მა­ინც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და - მას ქუდი ეხუ­რა, მაგ­რამ აშ­კა­რად ჩან­და, რომ მუქი თმა ჰქონ­და, ტან­საც­მე­ლი ეცვა. გა­ურ­კვე­ვე­ლია აქვს თუ არა ამ ადა­მი­ა­ნებს რა­ი­მე კავ­ში­რი კრო­კუს­ზე თავ­დას­ხმას­თან" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ მოს­კო­ვის „კრო­კუს სითი ჰოლ­ში“ რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. „ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო.

ambebi.ge