ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?
24 მარტს ღამით მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის გარეუბანში "კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს. შეგახსენებთ, 22 მარტის ტერაქტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა. დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ ტერორიზმის ბრალდებით. პატიმრობის შესახებ სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
ეჭვმიტანილები ბასმანის სასამართლოს დარბაზებში მძიმედ ნაცემები მიიყვანეს. რაჩაბალიზოდეს დაკავებისას ყური მოაჭრეს. თავის ეს მხარე არ არის ნაჩვენები სასამართლოში გადაღებულ ფოტოებზე. სასამართლომ განაცხადა, რომ ორივემ აღიარა დანაშაული.
"კროკუს სითი ჰოლზე" თავდამსხმელები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათგან ორმა რუსული არ იცის.
ყველა მათგანს ბრალად ედებათ ჯგუფური ტერორისტული აქტის განხორციელება, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.
გამომძიებლების თქმით, ოთხივე მათგანი უშუალო მონაწილე იყო Crocus City Hall-ზე თავდასხმის, რომლის დროსაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
რა მოხდა სასამართლო სხდომაზეკროკუსის ცენტრის ტერაქტის საქმის პირველი ბრალდებული დალერჯონ მირზოევი სასამართლოში სახეზე სისხლჩაქცევებით გამოჩნდა.
მისთვის პირველი კითხვების დასმის შემდეგ, გამომძიებელმა მოსამართლეს სთხოვა სასამართლო პროცესის პრესისგან დახურვა, რასაც მოსამართლე ელენა ლენსკაია დათანხმდა.
გამომძიებლის თქმით, ღია მოსმენამ "შეიძლება გამოიწვიოს საგამოძიებო საიდუმლოების გამჟღავნება“ და ასევე "პროცესის მონაწილეებისა და მათი ნათესავების უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას“.
მანამდე, მოსამართლემ თარჯიმნის მეშვეობით ჰკითხა დალერჯონ მირზოევს, ესმოდა თუ არა, რას ეკითხებოდნენ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა და თავი ტაჯიკელად წარუდგინა. იხილეთ სრულად