უმძიმესი შემთხვევა აშშ-ში - კონტეინერმზიდის შეჯახების შედეგად, ბალტიმორის ხიდი მთლიანად ჩამოიშალა (ვიდეო) | Allnews.Ge

უმძიმესი შემთხვევა აშშ-ში - კონტეინერმზიდის შეჯახების შედეგად, ბალტიმორის ხიდი მთლიანად ჩამოიშალა (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად, ფრენსის სკოტის ხიდი ჩაინგრა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა და მაშველები, ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს ეძებენ.

”სამწუხაროდ, მდინარე პატაპსკოში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი და რამდენიმე ავტომობილი იყოს“, - განაცხადა ბალტიმორის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა, კევინ კარტრაიტმა CNN-თან საუბარში.

myquiz