"ნატო-სთან ომს არ ვაპირებთ" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი?
დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ევროპაზე თავდასხმას გეგმავს სისულელე და ბოდვაა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, აშშ-ის სატელიტებს დიდი, ძლიერი რუსეთის ეშინიათ, თუმცა რუსეთს ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიული განზრახვა არ აქვს.
”ეს სრული სისულელეა - სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა უბრალოდ სისულელეა. ეს საკუთარი მოსახლეობის მოტყუების და ხალხისგან დამატებითი ხარჯების ამოღების კიდევ ერთი გზაა“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი ნატო-სთან ომს არ აპირებს და ეს უბრალოდ სისულელეა. პუტინის თქმით, აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის სამხედრო ხარჯები - 72 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
”ამ თანაფარდობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ნატო-სთან ომს? ეს უბრალოდ სისულელეა. ჩვენ არავის შევხებივართ, ისინი თავად გვიახლოვდებოდნენ. ისინი გვიახლოვდებიან და მოგვიახლოვდნენ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა პუტინმა.