თავდასხმა ფინეთის სკოლაში, დაშავებულია 3 მოზარდი- რა გახდა თავდასხმის მოტივი?
ფინეთში, ქალაქ ვანტაას ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე მოზარდი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი 13 წლის მოზარდი უკვე დააკავა, თუმცა მანამდე მან სამი თანატოლი დაჭრა.
სკოლას, სადაც სროლა მოხდა, 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მას შემდეგ, რაც ფინეთის სკოლებში 2007 და 2008 წლებში ორი მასობრივი სროლა მოხდა, ქვეყანაში იარაღის ტარების კანონმდებლობა გაამკაცრეს, თუმცა ქვეყანაში, სადაც ნადირობა საკმაოდ პოპულარულია, იარაღის 430 000 ლიცენზირებული მფლობელია.