წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია - რა ხდება რუსეთის ქალაქში, სადაც კაშხლის ნგრევას წყალდიდობა მოჰყვა?
მდინარე ურალის წყლის დონის რეკორდული მატების გამო, რუსეთის ქალაქ ორენბურგში წყალმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორენბურგის ცენტრში ხიდის ნაპირთან მდებარე შენობები დაიტბორა. მანამდე, გავრცელდა ცნობები, რომ ორენბურგთან მდინარე ურალის წყლის დონემ 12 სმ-ით მოიმატა და 10,22 მეტრს მიაღწია.
აღნიშნულის გამო ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
5 აპრილს მდინარე ურალის ადიდების შედეგად კაშხლის დამბა გაირღვევა და ქალაქი ორსკი დაიტბორა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში, 12 800 საცხოვრებელი კორპუსი დაიტბორა, 7 703 ადამიანი ევაკუირებულია.