ფილერი ორგანიზმში გაქვავდა, რის გამოც ექიმებს ქალის საჯდომის კუნთის მოკვეთა მოუწიათ - კოშმარად ქცეული პლასტიკური ოპერაცია
იერედ ლიკონას სრულყოფილი სხეულის მიღების ოცნება ნამდვილ კოშმარად იქცა - მექსიკელი ქალის განცხადებით, ექიმებს მისი საჯდომის კუნთის მოკვეთა მოუწიათ, მას შემდეგ, რაც შემავსებელი ფილერი ორგანიზმში გაქვავდა.
როგორც გაირკვა, ქალს არალეგალური შემავსებელი გაუკეთეს. მოგვიანებით მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ფილერმა გაჟონა და მისი ქსოვილი დაინფიცირდა."საშინელი ტკივილი დამეწყო. სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და ვერ გამეგო რა ხდებოდა, ნამდვილი კოშმარი იყო. როგორც ამიხსნეს, ამ მდგომარეობას ASIA სინდრომი ჰქვია, ეს ანთებითი პროცესია, რომელსაც ორგანიზმში შემავსებლის შეყვანა იწვევს" - განაცხადა იერიდმა.
ეს სინდრომი პირველად ისრაელელმა იმუნოლოგმა იეჰუდა შონფელდმა შეისწავლა - იგი გამოწვეულია გადაჭარბებული რეაქციით ნივთიერებებზე, მათ შორის სილიკონზე. ადამიანს შეიძლება აწუხებდეს მწვავე ტკივილი, დაღლილობა, კოგნიტიური პრობლემები, ნევროლოგიური პრობლემები და მთელი რიგი სხვა დაავადებები. იგი ოპერაციიდან ნებისმიერ დროს ვლინდება. იხილეთ სრულად