"რა მოხდება, თუ ერთ-ერთი ჩვენგანი მოკვდება?... ბევრს უჩნდება კითხვა ჩვენი სექსუალური ცხოვრების შესახებაც" - ცნობილი სიამის ტყუპი დები ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ
კარმენი და ლუპიტა სიამის ტყუპები არიან. გოგონები აშშ-ში ცხოვრობენ და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცოტა ხნის წინ კი TikTok-ზე მათი მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს: დები წელის ქვემოთ ორგანოებსა და კიდურებს იზიარებენ, შესაბამისად ბევრს უჩნდება შეკითხვა მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ - როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანს შეყვარებული ჰყავს.
გოგონები მექსიკაში დაიბადნენ. მაშინ ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვები მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლებდნენ - მედიკოსების ვარაუდი არ გამართლდა. გოგონები ცხოვრების აგრძელებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა სიამის ტყუპი, სხეულის ზოგიერთ ნაწილს იზიარებენ.
"ორივეს ჩვენი ტვინი გვაქვს. ამიტომ, როცა ერთ ჩვენგანს სძინავს, მეორე შეიძლება ფხიზლად იყოს. განსხვავებული ადამიანები ვართ - ბევრს ამის გაგება უჭირს" - ამბობს კარმენი. ლუპიტა კი უარყოფს თეორიას იმის შესახებ, რომ მათ ერთმანეთის კიდურების კონტროლი შეუძლიათ. იხილეთ სრულად