"საქართველოს სჭირდება სტალინი, თორემ გლობალისტი ნაძირალები დაანგრევენ ამ ლამაზ ქვეყანას" - დუგინის აზრით, "საქართველო სწორ გზაზეა": რას წერს კრემლის პროპაგანდისტი
კრემლის მთავარი იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი ეხმიანება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. დუგინი დადებითაც აფასებს კანონის მიღების შესაძლებლობას და მისი აზრით, "საქართველო სწორ გზაზეა" და რუსეთმაც "ასეთივე გზა გაიარა"
"საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას გავყევით და დადებითი ეფექტიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ კვლავ სიმაღლეზე ვართ. რამდენი ლიბერალური სააგენტო რჩება საზოგადოების სიღრმეში - ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მაგრამ ღვთის დახმარებით, ჩვენ განვწმენდთ მათ.
საქართველოს სჭირდება სტალინი, თორემ გლობალისტი ნაძირალები და სირცხვილი დაანგრევს ამ ლამაზ ქვეყანას", - წერს დუგინი "ტელეგრამ" არხზე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. პარალელურად კი ფრაქცია "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.