"ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს" - 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა | Allnews.Ge

"ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს" - 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ უკ­რა­ი­ნის­თვის 61 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტის გა­და­ცე­მას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას 311-მა კონ­გრეს­მენ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი (210 დე­მოკ­რა­ტი, 101 "რეს­პუბ­ლი­კე­ლი“), წი­ნა­აღ­მდეგ კი 112 წა­ვი­და (ყვე­ლა "რეს­პუბ­ლი­კე­ლი“). მის მი­ღე­ბას კონ­გრეს­მე­ნე­ბის მხრი­დან ოვა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა.

ახლა პა­კე­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად აშშ-ის კონ­გრე­სის ზედა პა­ლა­ტას, სე­ნატს გა­და­ე­ცე­მა ისე­ვე, რო­გორც ცვლი­ლე­ბე­ბი სე­ნა­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტში HR.815 აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში მი­ი­ღეს. ამან უნდა გა­ა­მარ­ტი­ვოს პა­კე­ტის სე­ნატ­ში დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა პი­რო­ბა დადო, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის მას ხელს მო­ა­წერს.

palata-34093-1713680135.webp

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი X-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და აშშ-ის კონ­გრე­სის ქვე­და პა­ლა­ტას - წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას, ორი­ვე პარ­ტი­ას და წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კერს, მაიკ ჯონ­სონს “გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას სწორ მსვლე­ლო­ბას უნარ­ჩუ­ნებს.”

მან ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ კა­ნონპ­რო­ექტს მხარს და­უ­ჭე­რენ აშშ-ის კონ­გრე­სის ზედა პა­ლა­ტა­ში - სე­ნატ­ში, რის შემ­დე­გაც, ის ხელ­მო­სა­წე­რად აშშ-ის პრე­ზი­დენტს ჯო ბა­ი­დენს გა­და­ე­ცე­მა.

“დე­მოკ­რა­ტი­ას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში და არას­დროს გა­ნიც­დის მარ­ცხს, სა­ნამ ამე­რი­კა მათ დაც­ვა­ში დახ­მა­რე­ბას გა­წევს. სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი აშშ-ის დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დღეს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ მი­ი­ღო, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა აღვკვე­თოთ ომის გა­ფარ­თო­ე­ბა, გა­და­არ­ჩენს ათა­სო­ბით და ათა­სო­ბით სი­ცო­ცხლეს და ორი­ვე ჩვენს ერს უფრო ძლი­ერს გახ­დის”,- წერს ზე­ლენ­სკი.