მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით, ახალ პანდემიას გამოიწვევს - კიდევ რა საფრთხეებზე საუბრობენ მკვლევრები? | Allnews.Ge

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით, ახალ პანდემიას გამოიწვევს - კიდევ რა საფრთხეებზე საუბრობენ მკვლევრები?

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, გრი­პი არის პა­თო­გე­ნი, რო­მე­ლიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახალ პან­დე­მი­ას გა­მო­იწ­ვევს. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, და­ა­ვა­დე­ბა­თა ექ­სპერ­ტე­ბის 57% ფიქ­რობს, რომ სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის შემ­დე­გი გლო­ბა­ლუ­რი გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ გრი­პის ვირუ­სის შტა­მი იქ­ნე­ბა.

"გრი­პი ყო­ველ ზამ­თარს ჩნდე­ბა - ამას შეგ­ვიძ­ლია პა­ტა­რა პან­დე­მია ვუ­წო­დოთ. მათი კონ­ტრო­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ ეს სა­მუ­და­მოდ არ გაგ­რძელ­დე­ბა", - ამ­ბობს კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯონ სალ­მან­ტონ-გარ­სია.

კვლე­ვის დე­ტა­ლე­ბი , რო­მე­ლიც 187 უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რის მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ცავს, გა­მოვ­ლინ­დე­ბა ევ­რო­პის კლი­ნი­კუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ESCMID) კონ­გრეს­ზე, ბარ­სე­ლო­ნა­ში, მო­მა­ვალ კვი­რას. ამავდრო­უ­ლად, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ექ­სპერ­ტე­ბის 21%-ის აზ­რით, პან­დე­მი­ის შემ­დე­გი ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი ვირუ­სი, სა­ხე­ლად და­ა­ვა­დე­ბა X, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ამო­უც­ნო­ბი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­იწ­ვევს.

ზო­გი­ერთ მეც­ნი­ერს ჯერ კი­დევ სჯე­რა, რომ Sars-CoV-2 ( Covid-19- ის გა­მომ­წვე­ვი) დიდ საფრ­თხედ რჩე­ბა. სხვა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი - რო­გო­რი­ცაა Lassa, Nipah, Ebola და Zika ვირუ­სე­ბი - სე­რი­ო­ზულ გლო­ბა­ლურ საფრ­თხედ შე­ფას­და გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 2%- ის მიერ. იხილეთ სრულად

myquiz