ბენ აფლეკმა ქორწინების ბეჭედი მოიხსნა - რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის | Allnews.Ge

ბენ აფლეკმა ქორწინების ბეჭედი მოიხსნა - რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის

ბენ აფ­ლე­კი­სა და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და. წყვი­ლის შო­რის უთან­ხმო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვე­ბი კი იმან გა­ამ­ყა­რა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფ­ლე­კი სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა.

შვი­ლის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად მი­სუ­ლი 51 წლის ვარ­სკვლა­ვი პა­პა­რა­ცებ­მა კა­მე­რის ობი­ექ­ტივ­ში მო­აქ­ცი­ეს.

jennifer-garner-ben-affleck-children-81700192-73849-1716187567.jpg

ჯე­ი­ლო­სა და ბე­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ მით­ქმა-მოთ­ქმა და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რის წინ და­ი­წყო.

პა­რას­კევს Page Six-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით გა­ირ­კვა, რომ აფ­ლე­კი ახა­ლი სახ­ლის შე­ძე­ნას გეგ­მავ­და. ეს კი 1 კვი­რის წინ TMZ-ის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბენი ბოლო პე­რი­ო­დია ლო­პე­სის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით, თა­ვის კა­ლი­ფორ­ნი­ის სახ­ლში რჩე­ბა, და არა ჯე­ი­ლოს­თან ერ­თად შე­ძე­ნილ 60 მი­ლი­ო­ნი­ან სა­სახ­ლე­ში.

l-r-ben-affleck-jennifer-78811112-96c62b-73949-1716187583.jpg

ამ სპე­კუ­ლა­ცი­ებს წყა­როც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, ახალ სახლზე ჯე­ი­ლოც "ნა­დი­რობს", თუმ­ცა მისი მტკი­ცე­ბით, ვარ­სკვლა­ვი ქო­ნე­ბას მხო­ლოდ ინ­ვეს­ტი­ცი­ის მიზ­ნით ეძებს. იხილეთ სრულად