ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი? | Allnews.Ge

ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში კვი­რას დას­რულ­და. პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი ევ­რო­პის დრო­ით შუ­ა­ღა­მის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა რიგ ქვეყ­ნებ­ში მა­ნამ­დეც გა­მოქ­ვეყ­ნდა ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბი.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ბოლო საპ­როგ­ნო­ზო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტულ­მა "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ" (EPP) ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში 184 ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა.

"ჩვენ მო­ვი­გეთ ევ­რო­პის არ­ჩევ­ნე­ბი. უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და."ამ არ­ჩევ­ნებ­მა მოგ­ვცა ორი გზავ­ნი­ლი. პირ­ვე­ლი : უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა და ეს გა­დამ­წყვე­ტია სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. ცენ­ტრი მარ­თავს. მაგ­რამ ისიც მარ­თა­ლია, რომ მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა და მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­მა მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვეს და ამი­ტო­მაც შე­დე­გი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს ცენ­ტრის­ტულ პარ­ტი­ებს. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბე­ბი გვაქვს ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ყვე­ლას გვინ­და ძლი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი ევ­რო­პა”, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

0e089cf0-26e0-11ef-a0ae-0d31ea4b6091jpg-34353-1718000874.webp

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, სურს გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა მათ­თან, ვინც არის პრო­ევ­რო­პუ­ლი, პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი. ამას­თან, ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი არ ტარ­დე­ბა ვა­კუ­უმ­ში.

"ჩვენს ირ­გვლივ სამ­ყა­რო არე­უ­ლო­ბა­შია. ძა­ლე­ბი გა­რე­დან და შიგ­ნი­დან ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ევ­რო­პის და­სუს­ტე­ბას. არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ ამას. არ­ჩევ­ნე­ბის ეს შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძლი­ე­რი ევ­რო­პა სურს”, - და­ას­კვნის ის.

მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის ტრი­უმ­ფიევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რებს, რაც აჩენს კი­თხვებს იმის შე­სა­ხებ, რო­გორ შეძ­ლე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ბლოკ­ში პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვას, - ამის შე­სა­ხებ Reuters-ი წერს.

Reuters-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბამ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი აი­ძუ­ლა, ქვე­ყა­ნა­ში ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც 30 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა. იხილეთ სრულად