7 შვილის დედა და სამედიცინო სკოლაში ნაპოვნი სიყვარული: უცნობი ფაქტები ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ
ხალხი ურსულა ფონ დერ ლაიენს როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, ისე იცნობს, თუმცა ნაკლებად იციან, როგორია მისი ცხოვრება პოლიტიკის მიღმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი 1958 წელს ბრიუსელში დაიბადა ვაჭრების ოჯახში. ის მრავალენოვან ელიტარულ ევროპულ სკოლაში სწავლობდა, რომელიც დიპლომატების და ევროკავშირის ბიუროკრატების შვილებისთვის იყო განკუთვნილი.
ურსულა 13 წლის ასაკში მშობლებსა და 5 ძმასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ოჯახის წევრებისთვის ჰანოვერის მახლობლად მდებარე ფერმაში ბევრად უფრო კომფორტული იყო ცხოვრება. აქ ურსულა ცხენოსნობას მიჰყვებოდა და ძმებთან ერთად ზოგჯერ სპექტაკლებსა და კონცერტებშიც იღებდა მონაწილეობას.
ურსულა მშობლებთან ერთად
პოლიტიკაში წასვლამდე, ურსულა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჯერ ეკონომიკას, შემდეგ კი მედიცინას სწავლობდა. მოგვიანებით, მან გერმანიის სამედიცინო სკოლაში ჰაიკო ფონ დერ ლაიენი გაიცნო და წყვილი 1986 წელს დაქორწინდა კიდეც.
ურსულა მეუღლესა და შვილებთან ერთად
ახლა 62 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 შვილის დედაა, რაც ძალიან უჩვეულოა ქვეყანაში, სადაც შობადობის მიხედვით, ქალზე, საშუალოდ, 1.59% ბავშვია. იხილეთ სრულად