ზიდანების წყვილის "მარგალიტის ქორწილი" და 53 წლის ვერონიკას შთამბეჭდავი გარეგნობა - ზინედინ ზიდანი და მისი ცოლი ახლახან ბებია-ბაბუა გახდნენ (ფოტოები)
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა და მისმა მეუღლემ ვერონიკა ფერნანდესმა უახლოესი მეგობრებისა და ახლობლებისთვის გარემოცვაში ახლახან ქორწინების 30 წლის იუბილე აღნიშნეს. წყვილმა კიდევ ერთხელ შეჰფიცა ერთგულება ერთმანეთს.
წყვილის ოთხივე ვაჟი მამის კვალს გაჰყვა და პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. თეო, ლუკა, ელიაზი და ენცო ესპანეთის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში თამაშობენ: თეო წარმოადგენს მადრიდის რეალს, ელიაზი წარმოადგენს ბეტისს, ენცო ფუენლაბრადას და ლუკა ეიბარს.
საქორწინო წვეულებას ზიდანის მშობლებიც დაესწრნენ, რათა წყვილისთვის "მარგალიტის ქორწილი" მიელოცათ.
ზინედინმა და ვერონიკამ ერთმანეთი 1989 წელს გაიცნეს, როდესაც ისინი 17 და 18 წლის იყვნენ და 1994 წელს დაქორწინდნენ.
ახლა წყვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა ბებია-ბაბუაა. ზიდანი და ვერონიკა ხშირად ატარებენ დროს ახალშობილ შვილიშვილებთან, ჯულიასთან და კაიასთან ერთად.ვერონიკა, რომელიც დღემდე იდეალურ ფორმაშია საფრანგეთში დაიბადა, ღარიბი ანდალუსიელი ემიგრანტების ოჯახში. შვიდი წლის ასაკიდან გოგონა ოცნებობდა გამხდარიყო მოცეკვავე, მაგრამ ოცნება სიყვარულისთვის დათმო.
1989 წელს, კანის საბალეტო სკოლაში სწავლისას, ვერონიკამ ზიზუ გაიცნო. იხილეთ სრულად