მსოფლიოს ახალი კერპი: ვინ არის იამალი - 16 წლის მილიონერის ბავშვობა
9 ივლისს, ევრო 2024-ის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ, მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე 16 წლის ლამინ იამალმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მას მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე მეტოქეთა კარი დალაშქრა.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები, ნახევარფინალში ანგარიშით 2:1, საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
"იამალი ესპანეთის მომავალ ოქროს ერაზე მიგვანიშნებს... ფინალში გამოჩნდა ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი მემკვიდრე. ლამინ იამალის სენსაციურმა გოლმა ევრო 2024 გაანათა...“
"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთის ეპოქის შექმნა“
"თითქოს მას ღვთის კვერთხი შეეხო, რჩეულია", - ასე ახასიათებენ მის საფეხბურთო შემოქმედებას სპორტული მიმომხილველები.
და მართლაც, იამალის ისტორია თითქოს განსაკუთრებულია...
დასაწყისი
იამალი 2007 წლის 13 ივლისს ესპანეთის ავტონომიურ თემში, კატალონიაში დაიბადა. მისი მამა მაროკოელია, დედა კი ეკვატორელი და გვინეელი. ბავშობაში კატალონიის ქალაქ გრანოლერსა და მატაროში იზრდებოდა. როდესაც შვიდი წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა, სადაც პატარა ლამინი FC Barcelona-ს ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. სკოლაში განსაკუთრებული სწავლით არ გამოირჩეოდა, თუმცა აკადემიაში მალევე შეამჩნიეს და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდნენ.
იამალის დებიუტი 2023 წლის 29 აპრილს შედგა. მან ლა ლიგაში რეალ ბეტისთან 4-0 გამარჯვების 83-ე წუთზე, თამაშის ბედი შეცვალა. იხილეთ სრულად