"ის მოაგვარებს ამ პრობლემას!"- რას აცხადებს ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ? | Allnews.Ge

"ის მოაგვარებს ამ პრობლემას!"- რას აცხადებს ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და უკრაინაში მშვიდობის შესახებ ესაუბრა.

„სამშვიდობო მისია 5.0. პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მარ-ა-ლაგოში სტუმრობა. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის მოაგვარებს ამ პრობლემას!“- წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ორბანს და დასძინა, რომ მშვიდობა უნდა დადგეს რაც შეიძლება სწრაფად.

"გმადლობთ, ვიქტორ. მშვიდობა უნდა იყოს და სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!" - აღნიშნა ტრამპმა.