ცხოვრების 6 წესი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, კიბოს იწვევს: აშშ-ის კიბოს საზგადოების ახალი კვლევის შედეგები
ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც ამერიკის კიბოს საზოგადოებამ გამოაქვეყნა, ამერიკელებში კიბოთი სიკვდილიანობის თითქმის ნახევარი დაკავშირებულია სიგარეტის მოწევასთან, ჭარბ წონასთან, ალკოჰოლის მოხმარებასთან, უმოქმედობასთან, სიღარიბესთან და არასწორ დიეტასთან.
სხვა ფაქტორები, როგორიცაა წითელი ხორცის ჭამა, დაუცველი სქესობრივი კავშირი, HPV, აივ ინფექცია და დიეტა დაბალი კალციუმით, ასევე დასახელდა კიბოს მრავალი შემთხვევის გამომწვევ მიზეზად."შეერთებულ შტატებში ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის რიცხვი საგანგაშოა“, - თქვა დოქტორმა ფარჰად ისლამიმ, კვლევის ავტორმა.
კიდევ ერთი ფაქტორი არის ჭარბი წონა - ეს უმეტესად დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, საყლაპავის, თირკმელების და პანკრეასის კიბოს რისკთან. 2019 წელს აშშ-ში 713,340 კიბოს შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 262,120 სიკვდილით დასრულდა - მათი უმრავლესობა მწეველი იყო. 135,910 ადამიანში დაავადების გამომწვევი მიზეზი ჭარბი წონა გახდა, ხოლო 96,730 ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.
მესამე ადგილზე იყო პაპილომა ვირუსის (HPV) ინფექცია - სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის, ყელის, პირის ღრუს და ანალურ კიბოსთან. ამიტომ ექიმები პაციენტებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ. იხილეთ სრულად