ტრამპმა პოლიტიკოსი, რომელიც მას "საძაგელს" უწოდებდა და ჰიტლერს ადარებდა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა - რა არის ცნობილი "ტრამპის მომთვინიერებელზე" | Allnews.Ge

ტრამპმა პოლიტიკოსი, რომელიც მას "საძაგელს" უწოდებდა და ჰიტლერს ადარებდა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა - რა არის ცნობილი "ტრამპის მომთვინიერებელზე"

აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად სე­ნა­ტო­რი და მწე­რა­ლი ჯეი დი ვან­სი და­სა­ხელ­და. ჯეი დი ვან­სი ერთ დროს ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც "ტრამ­პის მომ­თვი­ნი­ე­რე­ბე­ლი".

სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წარ­სულ­ში ის ტრამ­პის­ტად არ მო­ი­აზ­რე­ბო­და. 39 წლის ვან­სი 2016 წლის მე­მუ­ა­რე­ბით - "ჰილ­ბი­ლის ელე­გია", გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, სე­ნა­ტო­რო­ბამ­დე ტრამ­პის კე­თილ­გან­წყო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მო­ი­პო­ვა. სწო­რედ ამის შემ­დეგ გახ­და ტრამ­პის ერ­თგუ­ლი მიმ­დე­ვა­რი და რო­გორც დღეს უწო­დე­ბენ, მისი მემ­კვიდ­რე.

ოჯა­ხი და წარ­სუ­ლი

vansi1-47058-1721125197.webp

ვან­სი მიდლთა­უნ­ში, ოჰა­ი­ო­ში, 1984 წლის 2 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და და ბავ­შვო­ბა კენ­ტუ­კი­ში გა­ა­ტა­რა. ის სა­ზღვაო სამ­ხედ­რო და­ნა­ყოფ­ში 2003-დან 2007 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და, სა­ნამ ოჰა­ი­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და იე­ლის სა­მარ­თლის სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვან­სი ვენ­ჩუ­რულ კა­პი­ტა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და.

ვან­სის მე­უღ­ლე, უშა, ასე­ვე იე­ლის სა­მარ­თლის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ადრე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მთა­ვარ მო­სა­მარ­თლე ჯონ რო­ბერტსთან და მო­სა­მარ­თლე ბრეტ კა­ვა­ნოს­თან მუ­შა­ობ­და. 2015 წელს ის ასო­ცი­რე­ბულ პარტნი­ო­რად Munger, Tolles & Olson-ს შე­უ­ერ­თდა, სა­დაც "რთულ სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვებ­სა და აპე­ლა­ცი­ებ­ზე" მუ­შა­ობ­და ისეთ სექ­ტო­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბა, გარ­თო­ბა და ტექ­ნო­ლო­გია. ფირ­მის უახ­ლე­სი გან­ცხა­დე­ბით, მან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა.

უშა ვან­სი სან დი­ე­გოს გა­რე­უ­ბან­ში გა­ი­ზარ­და და ის ინ­დო­ე­ლი მიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა. ვან­სებს სამი პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავს: იუ­ე­ნი, ვი­ვე­კი და მი­რა­ბე­ლი. იხილეთ სრულად