"ფორმულა 1"-ის ლეგენდა, ძმა, რომელმაც აღიარა, რომ გეია, შვილები და მეუღლე, რომელმაც ქმრისთვის ყველაფერი დათმო | Allnews.Ge

"ფორმულა 1"-ის ლეგენდა, ძმა, რომელმაც აღიარა, რომ გეია, შვილები და მეუღლე, რომელმაც ქმრისთვის ყველაფერი დათმო

ლე­გენ­და­რუ­ლი მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი 2013 წელს მომ­ხდა­რი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კუ­რე­სებს გა­დის. ის მე­დი­ას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს, მისი მე­უღ­ლე კი იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნებს მრბო­ლე­ლის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ებს.

მი­ხა­ე­ლის ძმამ, 49 წლის რალფ­მა კი ახ­ლა­ხანს მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა. შვიდგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის, უმ­ცროს­მა ძმამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღი­ა­რა, რომ მას­თან­სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

444-51506-1721200879.jpg

"ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა­ში ისაა, როცა გვერ­დით შე­სა­ფე­რი­სი პარტნი­ო­რი გე­გუ­ლე­ბა და მას­თან ყვე­ლაფ­რის გა­ზი­ა­რე­ბა შე­გიძ­ლია", - წერს შუ­მა­ხე­რი.

სწო­რედ მის­მა გან­ცხა­დე­ბამ და­აბ­რუ­ნა შუ­მა­ხე­რე­ბის ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

მი­ხა­ი­ლის ცოლი - კო­რი­ნა კი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია შუ­მე­ხე­რე­ბის ოჯახ­ში, რო­მელ­მაც ქმრის გამო ყვე­ლა­ფე­რი დათ­მო და მთელ დროს მხო­ლოდ მის ახ­ლობ­ლებ­ზე ზრუნ­ვის­თვის ანა­წი­ლებს.

MailOnline-მა დაწ­ვრი­ლე­ბით და­ათ­ვა­ლი­ე­რა "ფორ­მუ­ლა 1"-ის ჩემ­პი­ო­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხუ­რი კუ­ლი­სე­ბი.

444-51647-1721200966.jpg

მა­იკლ შუ­მა­ხე­რი - "ფორ­მუ­ლა 1"-ის ლე­გენ­და, ტრა­გე­დია სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე და ცო­ლის ურ­ყე­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მის­თვის დღემ­დე იბ­რძვის

გერ­მა­ნელ­მა ლე­გენ­დამ 1994-2004 წლებ­ში მო­ი­გო შვი­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. თუმ­ცა, 2013 წლის 29 დე­კემ­ბერს, მისი ცხოვ­რე­ბა მყი­სი­ე­რად შეც­ვა­ლა ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ. შუ­მა­ხერ­მა, რო­მე­ლიც 15 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოს­ტა­ტუ­რად მარ­თავ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრაფ და სა­ხი­ფა­თო მან­ქა­ნებს, 43 წლის ასაკ­ში, 2012 წელს კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა.

ერთი წლის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში სრი­ა­ლი­სას კლდეს შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც თა­ვის კრი­ტი­კუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია. მას თა­ვის ტვინ­ზე ორი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ 2014 წლის პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სპორ­ტის ლე­გენ­და სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა დღემ­დე გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ცო­ლის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ის დღემ­დე შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდე­ბა­რე ვი­ლა­ში ცხოვ­რობს.

რალფ შუ­მა­ხე­რი - “სკან­და­ლუ­რი“ ძმა, რო­მელ­მაც F1-ის მწვერ­ვალს მი­აღ­წია, და­ქორ­წინ­და Playboy-ის მო­დელ­ზე და შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ გეი ურ­თი­ერ­თო­ბა­შია. იხილეთ სრულად