მაჰმადიანი იმამი მამაკაცებს ასწავლის, როგორ სცემონ ცოლს "სწორად" - "მხოლოდ იდაყვით, მცირე დარტყმებით..." მის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა | Allnews.Ge

მაჰმადიანი იმამი მამაკაცებს ასწავლის, როგორ სცემონ ცოლს "სწორად" - "მხოლოდ იდაყვით, მცირე დარტყმებით..." მის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

იმამი ყაზანიდან, ტიმურ კამაევი, კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც პოდკასტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა, თუ როგორ უნდა სცემონ ცოლს... ტიმურ კამაევი კონკრეტულ ინსტრუქციებსაც ასახელებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თათრეთის მუსლიმთა სულიერმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იმამის სიტყვები პრესამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.

უფრო ზუსტად, ტიმურ კამაევი ყურანის მეოთხე სურაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ იქ ის შემთხვევებია განხილული, რომლის მიხედვითაც, ცოლის "ცემა" გამართლებული და მიზანშეწონილიც კია. კამაევი მამაკაცებს ურჩევს, ჯერ მეუღლესთან შეთანხმება სიტყვით სცადონ, ხოლო თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, შემდეგ ძალადობაზე გადავიდნენ.

ყველაზე საგანგაშო მის განცხადებაში კი ინსტრუქციები იყო, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს ასწავლიდა, როგორ სცემონ ცოლს "სწორად".

"სისხლჩაქცევების გამოწვევა საჭირო არ არის. უფრო ფრთხილად აცნობეთ მას, რომ არასწორად იქცევა. მხოლოდ იდაყვით, მცირე დარტყმებით..." - ამბობს იმამი გავრცელებულ პოდკასტში და აღნიშნავს იმასაც, თუ ცემის რა ტექნიკა უნდა გამოიყენონ, რომ ძალიან მძიმე შედეგებიც არ გამოიწვიონ... იხილეთ სრულად