ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მან საკუთარი კანდიდატურის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს- რას ამბობს ბარაკ ობამა? | Allnews.Ge

ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მან საკუთარი კანდიდატურის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს- რას ამბობს ბარაკ ობამა?

მოკავშირეებთან საუბრებში ბარაქ ობამა ამბობს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მან საკუთარი კანდიდატურის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post ობამასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ტრამპთან დებატების შემდეგ ობამა ბაიდენს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა და სხვებთან საუბრებში ნათლად ამბობდა, რომ ბაიდენის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება თავად ბაიდენის მისაღებია.

ამავდროულად, The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ კულისებს მიღმა ობამა საუბრობს ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის მომავალზე და ამის შესახებ სხვა დემოკრატებსაც ესაუბრება, მაგალითად წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსის.

ზოგიერთ საუბარში ობამამ აღნიშნა, რომ გამოკითხვების მიხედვით ბაიდენი პოზიციებს კარგავს, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო გზა ფართოვდება, ხოლო დონორები მოქმედ პრეზიდენტს ტოვებენ.

გამოცემის ცნობით, ობამას სპიკერმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე.