მასობრივი დეპორტაცია, მიგრაციის და საერთაშორისო კრიზისებს მოგვარება, მექსიკის კედლის დასრულება ... - რას ჰპირდება ამომრჩეველს ტრამპი: ოფიციალური პროგრამის დეტალები
არალეგალური მიგრაცია, მექსიკის კედელი, მასობრივი დეპორტაცია, საგარეო ურთიერთობების გადახედვა, საერთაშორისო კრიზისების მოგვარება და სხვა საკითხები განიხილა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში, “რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მის გარდა სპიკერის პოზიცია ოჯახის წევრებმაც დაიკავეს.
ტრამპი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, არალეგალურ მიგრაციას შეეხო. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის კედლის დასრულება იგეგმება.
“ბაიდენის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად“
“ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, - მისი თქმით, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად დახურავს საზღვარს და დაასრულებს აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას.“დავასრულებ არალეგალური მიგრაციის კრიზისს ჩვენი საზღვრის დაკეტვით და კედლის დამთავრებით, რომლის უმეტესი ნაწილი უკვე ავაშენე“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთანავე, მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციის დაწყების დაპირებას იძლევა. ტრამპის განმარტებით, ეს დეპორტაცია იქნება “კიდევ უფრო დიდი, ვიდრე პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დროს“. იხილეთ სრულად