ვინ არის ქალი, რომელმაც ტრამპი უნდა შეაჩეროს - კამალა ჰარისის განვლილი გზა | Allnews.Ge

ვინ არის ქალი, რომელმაც ტრამპი უნდა შეაჩეროს - კამალა ჰარისის განვლილი გზა

21 ივლისის საღამოს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში ყველასათვის მოულოდნელად დაწერა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა და რესპუბლიკელებს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ წელს ჩვენი პარტიის ნომინანტი იყოს. დემოკრატებო - დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯო ბაიდენი აღნიშნავდა, რომ საარჩევნო რბოლაში ბოლომდე დარჩებოდა:

„მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი. ვერავინ გამაგდებს. არ მივდივარ“, - ციტირებდა BBC-ი ბაიდენს.

კამალა ჰარისი, რომელის მხარდაჭერისკენაც პრეზიდენტმა საზოგადოებას მოუწოდა, აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია.

"მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ“ - განაცხადა 2020 წელს კამალა ჰარისმა, როცა ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

kamila-1721605263-1721711062.png

კამალა დეივი ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში დაიბადა.

ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომელიც ძალიან მიზანდასახული და მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით დედის მადლიერია:

"ქალი, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ჩემს აქ ყოფნაზე, დედაჩემი შამალა გოპალან ჰარისია, მადლობა მას ამისთვის...", - აღნიშნა კამალამ ინაუგურაციაზე.

როგორც ცნობილია, კამალას მშობლები შამალა და დონალდი მაშინ დაშორდნენ, როცა გოგონა 5 წლის იყო. შამალა გოპალანის მშობლებს არ მოსწონდათ სიძე და ამ ქორწინების წინააღმდეგნიც იყვნენ. დაშორების შემდეგ კამალა დასთან ერთად დედასთან იზრდებოდა.

kamala2-1721605263-1721711069.jpg

კამალას ბებიას სურდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კამალას დედა სახლში დაბრუნებულიყო და ტრადიციების მიხედვით შეექმნა ოჯახი, თუმცა შამალამ მომავალი მეუღლე დონალდ ჰარისი გაიცნო, რომელიც ბერკლის უნივერსიტეტში სასწავლებლად იამაიკიდან ჩავიდა. სულ მალე წყვილს გოგონები: კამალა, შემდეგ კი მაია შეეძინათ.

განქორწინების შემდეგ, შამალა მაკგილის უნივერსიტეტში ასწავლიდა, ამიტომ ბავშვები რამდენიმე წლის განმავლობაში დედასთან ერთად, კანადაში ცხოვრობდნენ.

კანადაში გადასვლამდე კი გოგონა დედასთან და დასთან ერთად არც თუ სახარბიელო უბანში ბერკლიში ცხოვრობდა, სადაც რასების დესეგრეგაციის კანონის მიღების შემდეგ, სკოლაში სწავლის საშუალებაც მიეცა. იმ პერიოდში ფერადკანიანთა უბნებიდან ბავშვებს ავტობუსებით იმ სკოლაში ატარებდნენ, სადაც ყველას შეეძლო სწავლა განუჩევლად რასისა.

1986 წელს კამალამ ჰოვარდის უნივერსიტეტი დაასრულა, სადაც პოლიტოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში კამალას მამა სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა, კამალამ თავად აირჩია ჰოვარდის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას ის აქტივისტებთან ერთად სხვადასხვა საკითხს აპროტესტებდა. იხილეთ სრულად