"არასდროს ყოფილა განზრახვა რელიგიური ჯგუფების მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა" - ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი სკანდალური სცენის გამო ბოდიშს იხდის
პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორები ბოდიშს უხდიან კათოლიკებსა და "სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს", რომლებიც აღშფოთებულები არიან ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი სცენის გამო, სადაც პაროდირებული იყო ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი - "საიდუმლო სერობა".
როგორ სააგენტო "როიტერსი" წერს, ოლიმპიადაზე წარმოდგენილი სცენა წააგავდა ქრისტესა და მისი მოციქულების ბიბლიურ სცენას ჯვარცმის წინ ბოლო ტრაპეზის დროს და ეს ყველაფერი კი წარმოდგენილი იყო ე.წ. დრეგ ქუინებით, ტრანსგენდერი მოდელით და შიშველი მომღერლით, რომელიც ღვინის ბერძენი ღმერთის, დიონისეს შთაგონებით იყო შექმნილი.ამ ყველაფერმა გამოიწვია კათოლიკური ეკლესიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
"ცხადია, არასდროს ყოფილა განზრახვა რელიგიური ჯგუფების მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა. გახსნის ცერემონიაზე გვინდოდა გვეჩვენებინა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ მივაღწიეთ ამას.
თუ ადამიანებმა ეს შეურაცხყოფად მიიღეს, ნამდვილად ვწუხვართ", - ამბობს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ენ დესკამი.
წყარო: ambebi.ge